სკანდალი გერმანიაში: "ჰერტამ" კალუს გასახდელში გადაღებული ვიდეოს გამო ვარჯიში აუკრძალა

6-05-2020, 20:23

ბერლინის "ჰერტამ" სალომონ კალუს საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა აუკრძალა.

კოტ დივუარელმა კლუბის გასახდელში ვიდეო გადაიღო, სადაც კარგად ჩანს, რომ კორონავირუსთან პანდემიის ბრძოლაში დაწესებულ მკაცრ წესებს არღვევს.

გერმანულმა კლუბმა კალუს საქციელს გვერდი ვერ აუარა და ვარჯიშებიდან მოკვეთა.

"სალომონ კალუმ დაარღვია გუნდის შინაგანაწესი და აჩვენა სიტუაციის შეუსაბამო ქცევა, რაც არ ემთხვევა კლუბის ქცევის წესებს. ამიტომ, „ჰერტა ბერლინმა“ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ აუკრძალოს ვარჯიშებში მონაწილეობა", - ვკითხულობთ "ჰერტას" ოფიციალურ განცხადებაში.

მომხდარის შემდეგ კომენტარი ფეხბურთელაც გააკეთა და ბოდიში მოიხადა.

"ვწუხვარ, რომ ჩემი ქცევით დარჩა შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსის სიტუაციას სერიოზულად არ ვიღებ. სინამდვილეში პირიქითაა, რადგან ნამდვილად ვდარდობ, განსაკუთრებით აფრიკაში მყოფი ხალხისთვის", - განაცხადა კალუმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით