ქეცბაიამ ბელარუსთან გასამართი მატჩის ჩატარების ყველაზე ოპტიმალური თარიღი დაასახელა

6-05-2020, 21:43

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და ფამაგუსტას "ანორთოსისის" ამჟამინდელმა დამრიგებელმა თემურ ქეცბაიამ ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრი ჩატარების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

"ბელარუსში ჩემპიონატი გრძელდება, სადაც ჩვენი მეტოქის ნაკრების წევრთა დიდი ნაწილი თამაშობს. ამ დროს, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობა გაჩერებულია. მატჩი შემოდგომაზე ან მომავალი წლის მარტში ჩატარება. მიმაჩნია, რომ ჩვენთვის მარტი ყველაზე მისაღები ვარიანტია, ფეხბურთელები ამ დროისთვის კარგად მომზადებულები რომ იყვნენ".

"ორშაბათიდან გუნდმა ვარჯიში განაახლა. მოთამაშეებს ინდივიდუალური დავალება ჰქონდათ და ეს თვენახევარი არ დაუსვენიათ. ასე რომ, სეზონი თუ განახლდა, მოსამზადებლად გარკვეული დრო დაგვჭირდება, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყები არ გვექნება. ფეხბურთელების უმრავლესობა კარგ ფიზიკურ კონდიციაშია", - განაცხადა ქეცბაიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით