ნეიმარი მსხვერპლზე წასასვლელად მზადაა

6-05-2020, 19:28

"პსჟ-ს" ბრაზილიელი გარემარბი, ნეიმარ ჟუნიორი "ბარსელონაში" დასაბრუნებლად მზადაა და ამისთვის ყველაფერზეა წამსვლელი.

გავრცელებული ცნობების თანახმად, 28 ლის ვარსკვლავი მზადაა, რომ "კამპ ნოუზე" თამაშის სანაცვლოდ თავისი ხელფასი გაინახევროს კიდეც.

Tribuna.com-მა ამის საილუსტრაციოდ შემოგვთავაზა 7 წინადადებიანი ანალიზი, რომელიც დაგანახებთ, თუ რა ფინანსურ მსხვერპლზე მიდის ნეი.

1. ნეიმარმა "პსჟ-სთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა, რომელიც მას ჯამურად 100 მილიონ ევროს მოუტანდა.

2. ბრაზილიელი ამჟამად კვირაში 721 ათას ევროს გამოიმუშავებს.

3. თუ ამ თანხას გავანახევრებთ, მივიღებთ, რომ "ბლაუგრანაში" იგი 362 ათას ევროს მიიღებს ყოველკვირეულად.

4. ეს გაცილებით მცირეა იმასთან შედარებით, რასაც ლეო მესის ანაზღაურება წარმოადგენს, რომელიც კვირაში 1.4 მილიონ ევროს შეადგენს.

5. ნეიმარი ჩამორჩება ლუის სუარესსაც, ვინც კვირაში 460 ათას ევროიანი ხელფასით გამოირჩევა.

6. შვიდი დღის მანძილზე ანტუან გრიზმანის ჯამაგირიც კი უფრო მეტია - 400 ათასი ევრო.

7. ამ მოცემულობით ნეიმარის შრომა ფრენკი დე იონგისაზე ცოტათი მეტით დაფასდება. ნიდერლანდელის ყოველკვიური ხელფასი 360 ათას ევროს შეადგენს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით