დიბალა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა !

7-05-2020, 02:42

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის' არგენტინელმა ვარსკვლავმა, პაულო დიბალამ, როგორც იქნა კორონავირუსი დაამარცხა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვირუსით დაინფიცირებიდან ერთი თვის შემდეგ, ახალგაზრდა ვარსკვლავის ტესტირებამ უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ცნობების მიხედვით, დიბალაზე კიდევ 1 კვირიანი დაკვირვება ჩატარდება, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც, ის ფეხბურთს დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს კლუბები ინდივიდუალურ ვარჯიშს, 14 მაისს დაიწყებენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით