ბრუნო ფერნანდეში: "ძალიან უცნაურია, რატომ ვერ მოიგო ინიესტამ ოქროს ბურთი"

7-05-2020, 14:10

"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა, რომელიც "წითელმა ეშმაკებმა" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "სპორტინგიდან" შეიძინეს, მისი კუმირის შესახებ ისაუბრა.

ახალგაზრდა შუახაზელისთვის იდეალი "ბარსელონას" ლეგენდა, ანდრეს ინიესტა აღმოჩნდა.

"მოთამაშე, რომლის ყურებაც მომწონდა და ვქომაგობდი, ანდრეს ინიესტა გახლდათ. იგი იყო რვიანისა და ათიანის ნაზავი, რისი გაკეთება მეც ძალიან მსურს.

მას მუდამ სიამოვნებდა ბურთის ჰქონა, რისკზე წასვლა და ვფიქრობ, ინიესტა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ დაასრულა თავისი კარიერა მან ოქროს ბურთის გარეშე, როცა დანარჩენი ყველაფერი მოიგო!" - განაცხადა ბრუნომ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალური განცხადება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით