ტომას პარტეის თაობაზე "ატლეტიკოს" ახალი წინადადება აქვს

7-05-2020, 17:18

"იუვენტუსი" ნახევარდაცვის გასაძლიერებლად სხვადასხვა კანდიდატურას განიხილავს. ბოლო პერიოდში ტურინელთა ინტერესი მადრიდის "ატლეტიკოს" შუახაზელმა, ტომას პარტეიმ, მიიპყრო.

Le10Sport-ის ინფორმაციით კი, "ბიანკონერიმ" "როხი ბლანკოს" შეთავაზებაც გაუკეთა. წყარო თანხის ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ ის ნაკლებია 50 მილიონ ევროზე - თანხაზე, რასაც მადრიდული კლუბი ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ, ტომასის გარდა, "იუვენტუსი" პოლ პოგბას, ჟორჟინიოს, მარკო ვერატის, სანდრო ტონალისა და სხვათა შეძენას ცდილობს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით