"მილანი" დეპაის დაიმატებს

30-06-2020, 09:53

იტალიური მედიის ცნობით, "მილანი" შეტევის ხაზის გაძლიერება აპირებს და  "ლიონის" ფეხბურთელი მემფის დეპაის გადაბირებას გეგმავს.

იტალიელები მზად არიან, ნიდერლანდელ ფორვარდში 20 მილიონი ევრო გადაიხადონ, აგრეთვე შეთანხმებაში ჩაწერონ ფეხბურთელის მომდევნო გაყიდვიდან პროცენტი.

დეპაის კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან მომავალი წლის ზაფხულამდეა ძალაში, რამაც, შესაძლოა, "ლიონს" ფეხბურთელის გაყიდვა გადააწყვეტინოს.

საფრანგეთის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში დეპაიმ 13 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ქართველო ფორვარდი შესანიშნავი იყო", - რას წერ კვიპროსული მედია ქვილითაიას შესახებ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით