ოფიციალურად: "ბაიერნის" ახალი მწრთვნელი ჰყავს

7-05-2020, 20:23

მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მიროსლავ კლოზე გუნდის მთავარი მწვრთნელის ჰანს-დიტერ ფლიკის ასისტენტად დაინიშნა.

კლუბის ყოფილ ფორვარდთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. მანამდე, ორი წლის განმავლობაში, კლოზე "ბაიერნის" 17-წლამდელთა გუნდს ედგა სათავეში.

მიროსლავ კლოზე "ბაიერნში" 2007-2011 წლებში თამაშობდა, გუნდთან ერთად ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ამდენჯერვე მოიგო ქვეყნის თასი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით