ბრიტანული მედია ჩაკვეტაძეზე ალაპარაკდა - ქართველი პრემიერლიგაში?

7-05-2020, 21:46

პრემიერლიგური "ვესტ ჰემ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი „hammers.news-ი ამტკიცებს, რომ ინგლისის ლონდონური გუნდი საქართელოს ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის დამატებას აპირებს.

"გუნდის ბოსი დევიდ მოიესი დაინტერესებულია, რომ ზაფხულში ლონდონის სტადიონზე "გენტის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე დაიმატოს, რომლის მეშვეობითაც შემტევ ხაზს მეტი შემოქმედება და იმპროვიზაცია შეემატება".

"ამასთან, "ვესტ ჰემი" შეიძლება კონკურენციას წააწყდეს. ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასარგებლო 10 ნომრის როლშია, თუმცა ორივე ფლანგზე თანაბარი წარმატებით თამაშობს. 20 წლის მოთამაშე შეიძლება, მომავლის ვარსკვლავიც იყოს. ახლო წარსულში მისით "ბარსელონა" და "ტოტენჰემი" დაინტერესდნენ".

"ზაფხული ქართველი მოთამაშის დასამატებლად ყველაზე კარგი დრო იქნება, რადგან "გენტიდან" შეიძლება ჩაკვეტაძის ტრანსფერი მხოლოდ 5.3 მილიონი ფუნტად გამოისყიდოს, რაც "ჩაქუჩებისთვის" ძალიან მომგებიანი გარიგება იქნება", - ნათქვამია სტატიაში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რატომ ვერ მივიდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე მისივე პრესკონფერენციაზე ?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით