კონტემ ორი ნახევარმცველი მოითხოვა

7-05-2020, 22:32

გავლენიანი სპორტული გამოცემა Goal-ის ინფორმაციით, მილანის "ინტერის" მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ზაფხულში ნახევარდაცვის გაძლიერებას სურს.

წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი ხელმძღვანელობას უკვე შეხვდა და პოლ პოგბას და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერები მოითხოვა.

აქვე გეტყვით, რომ უკვე დიდი ხანია, პოლ პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლის შესახებ მიდის საუბრაი და მისი სატრანსფერო ღირებულება 105 მილიონი ევროა, ხოლო მილინკოვიჩ-სავიჩის დამატება "ინტერს" 65 მილიონი ევრო დაუჯდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით