პარედესი: "ნეიმარი ჩვენთან რჩება"

8-05-2020, 14:35

როგორც დღეს უკვე გამცნეთ, "პარის სენტ-ჟერმენის" არგენტინელმა ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა Fox Argentina-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

ახალგაზრდა შუახაზელმა თავისი თანაგუნდელის, ნეიმარ ჟუნიორის სატრანსფერო საგის შესახებაც ილაპარაკა.

"ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ერთმანეთთან. იგი გამუდმებით მირეკავს. მშვიდად ვარ; ნეიმარი ჩვენთან რჩება." - განაცხადა პარედესმა.

როგორც ჩანს, "პსჟ-ს" შუახაზელი დარწმუნებულია, რომ "ბარსელონა" 28 წლის ბრაზილიელის "კამპ ნოუზე" დაბრუნებას ვერ მოახერხებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველმა ფეხბურთელებმა საქართველო აალაპარაკეს, რა გააკეთეს მათ შაქარაშვილისთვის (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით