კოუტინიოს შენახვა ძალიან ძვირი ჯდება

8-05-2020, 15:45

მადრიდული გამოცემა Marca წერს, რომ იმ შემთხვევაში თუ "ბარსელონა" თავისი ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს 1 სეზონით "კამპ ნოუზე" დატოვებს, ეს გუნდს 50 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდება.

წყაროს თანახმად, 27 წლის ვირტუოზი "ბლაუგრანასგან" 30 მილიონ ევროს იღებს წლიურ ხელფასად. ეს ცოტა მოულოდნელია, რადგან სხვა ინფორმაციების თანახმად ეს რიცხვი 12-14 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობდა.

შედარებისთვის, ანტუან გრიზმანის წლიური ანაზღაურება 21 მილიონი ევროა.

Marca ამატებს იმასაც, რომ თუ კოუ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით კიდევ 24 მატჩს ჩაატარებს, კატალონიელებს "ლივერპულისთვის" 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

საქმე იმაში გახლავთ, რომ შეთანხმების საფუძველზე, თუ ფილი "ბარსას" რიგებში 100 შეხვედრას გამართავდა, "წითლები" ბონუსად სწორედ ამ თანხას მიიღებდნენ. ბრაზილიელი ამჟამად 76 თამაშზეა შეჩერებული, მაგრამ მომავალი სეზონი 24 ჯახში მონაწილეობის მისაღებად საკმარისი იქნება.

სწორედ ამიტომაა, რომ "ბლაუგრანას" რაც შეიძლება მალე სურს კოუტინიოს თავიდან მოშორება.

იმ ფონზე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს მიუნხენის "ბაიერნი" არ გამოისყიდის და მისდამი პრემიერ ლიგის სხვა გუნდებმაც დაკარგეს ინტერესი, ერთადერთ ვარიანტად გამოცემები "ნიუკასლს" ასახელებენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალური განცხადება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით