დონარუმა ტურინის "იუვენტუსს" უახლოვდება

8-05-2020, 16:50

ჯანლუიჯი დონარუმასა და "მილანს" შორის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა "Sportmediaset"-ის მტკიცებით, მინო რაიოლა პარალელურად ტურინის "იუვენტუსთანაც" აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ზემოთ ხსენებული გამოცემის ინფორმაციით, რაიოლა ტურინელებთან უფრო ხშირ კავშირზეა ვიდრე მილანელებთან და "ბიანკონერისთან" მოლაპარაკებებიც საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს.

ეს ფაქტორი "როსონერის" პოზიციას ასუსტებს, ამიტომ ლომბარდიული გრანდი უკვე ფიქრობს პეპე რეინასა და ალესანდრო პლიცარის დაბრუნებაზე, რომლებიც ამჟამად განათხოვრებულები არიან.

ამგვარად, შესაძლოა ბუფონის სეხნია და, ბევრის აზრით, მისი მემკვიდრე, შესაძლოა, "ბებერ ქალბატონში" მოგვევლინოს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით