კევინ დე ბრუინმა თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა

8-05-2020, 18:21

მას შემდგომ, რაც მანჩესტერ "სიტის" ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა აეკრძალა, ევროპული პრესა აქტიურად განიხილავს ლიდერების, მათ შორის კევინ დე ბრუინის გუნდიდან წასვლას.

ბელგიელ ნახევარმცველს ხშირად მადრიდის "რეალს" უკავშირებენ. ამ თემაზე კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა.

"დავრწმუნდი თუ არა მადრიდელებთან შეხვედრის შემდეგ რომ უნდა ვთამაშობდე ჩემპიონთა ლიგაზე, "რეალის" დონის გუნდში? სიმართლე გითხრათ, ამაზე ბევრს არ ვფიქრობ."

"გასული წლების განმავლობაში ბევრი გუნდი ცდილობდა ჩემს გადაბირებას. თუმცა, მანჩესტერში ბედნიერი ვარ და ახლა მხოლოდ "სიტისთან" ერთად წარმატებაზე ვფიქრობ." - აცხადებს დე ბრუინი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით