ჰოვარდ უები: "ყველაზე დიდი შეცდომა ამ მატჩში დავუშვი"

8-05-2020, 21:15

ყოფილმა ინგლისელმა მსაჯმა ჰოვარდ უებმა კარიერის განმავლობაში დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომა დაასახელა.

"ერთი შემთხვევა შემიძლია გამოვარჩიო. უკვე მატჩისას მივხვდი, რომ შევცდი. ეს 2009 წელს "ოლდ ტრაფორდზე" მოხდა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" "ტოტენჰემს" მასპინძლობდა. ჩემი პოზიციიდან ისე ჩანდა, თითქოს კარიკი ბურთთან პირველი აღმოჩნდა, მეკარე კი შეეჯახა. წესების ნაღდი დარღვევა მეგონა და პენალტი დავნიშნე.

"ველოდი, რომ კარიკი ცოტა შემეკამათებოდა, მაგრამ არ მეგონა, თუ მეკარე გომესი ასეთი გაკვირვებული სახით შემომხედავდა. ორიოდ წამში მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი. იმედი მქონდა, რომ რონალდო თერთმეტმეტრიანს ვერ გამოიყენებდა, მაგრამ გოლი გაიტანა", - განაცხადა უებმა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით