39 წლის ქართველი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი გარდაიცვალა

8-05-2020, 21:37

ყოფილი ჟურნალისტი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, Crystalbet ეროვნული ლიგისა და ჩვენი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებთა მედიამენეჯერი, კახა შალამბერიძე 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყველასთვის საყვარელი კახა შალამბერიძის გარდაცვალების გამო. კახა შალამბერიძეს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისა და ეროვნული ლიგის მედია მენეჯერის თანამდებობა ეკავა. იგი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 2015 წლიდან მუშაობდა, აქტიურად იყო ჩართული ფეხბურთის ფედერაციის ყველა პროექტში და თავდაუზოგავად შრომობდა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის".

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს და სრულიად საფეხბურთო სამყაროს”, - წერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით