კახა კალაძემ "მილანში" გადასვლის ისტორია გაიხსენა

8-05-2020, 22:04

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდამ კახა კალაძემ Instagram-ის პირდაპირ ჩართვაში იტალიელ სპორტულ ჟურნალისტსა და "მილანის" გულითად გულშემატკივარ კარლო პელეგატისთან საუბრისას "მილანში" გატარებული ადრეული წლები გაიხსენა.

"მაშინ, კიევის "დინამოს" ღირსებას ვიცავდი, "სან ზიროზე" "მილანთან" ამხანაგური შეხვედრა გვქნდა და სტადიონი გადაჭედილი იყო. ამ მატჩში სებასტიანო როსის ჯარიმა გავუტანე. მანამდე ადრიანო გალიანი და არიედო ბრაიდა შვჩენკოს აკვირდებოდნენ, ზოგადად ძალიან კარგი სეზონი გვქონდა, ხოლო ამ მატჩის შემდეგ ჩემზე დაკვირვებაც დაიწყეს და ასე მოვედი "მილანში".

"მილანში" საუკეთესო წლები გავატარე, ყველაფერი მოვიგე, როგორც იტალიაში, ისე საერთაშორისო დონეზე, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მართლა ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა და გასახდელშიც შესანიშნავი ატმოსფერო იყო".

"მილანში" ჩემი ოცნებები ახდა, ვთამაშობდი იმასთან ერთად ვინც ბავშვობაში ჩემი იდეალი იყო, ოთახში მალდინის პოსტერი მქონდა. ერთ დღესაც მისი თანაგუნდელი გავხდი და მოედანზე ერთად გავდიოდით. ის ნამდვილი ჩემპიონი იყო, როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა, როგორც ნესტა. იმ გუნდში ყველანი ჩემპიონები იყვნენ".

"მე ახლა "მილანის" რიგითი გულშემატკივარი ვარ და ისე, როგორც ყველა არ ვარ ასეთი "მილანის" ყურებას მიჩვეული. მაგრამ ვიცი, რომ გუნდის მფლობელს დიდი გეგმები აქვს".

"როსონერი" ყოველთვის დიდი მიზნებისკენ უნდა ისწრაფოდეს და იბრძოდეს. ვიმედოვნებ, რომ ამ ზაფხულს კონკურენტუნარიანი გუნდი აშენდება," - განაცხადა კალაძემ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რატომ ვერ მივიდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე მისივე პრესკონფერენციაზე ?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით