რატომ აღარ სურს "რეალს" პოგბას შეძენა?

30-05-2020, 14:36

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის პოლ პოგბას შეძენას აღარ გეგმავს.

წყაროს ცნობით, თუ გასულ ზაფხულს "სამეფო კლუბი" აწარმოებდა მოლაპარაკებებს 27 წლის ფრანგის აგენტთან მინო რაიოლასთან, ახლა გუნდის ხელმძღვანელობას სხვა მიზნები გაუჩნდა.

საქმე იმაშია, რომ "რეალმა" ყურადღება ედუარდო კამავინგასა და ნ’გოლო კანტეზე გადაიტანა.

პოგბაზე უარის თქმა იმით არის გამოწვეული, რომ "რეალს" სურს კორონავირუსის პანდემიის დროს ფინანსური დანახარჯები მაქსიმალურად შეამციროს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალური განცხადება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით