რას წერენ რუსები, როცა ქართველი ფეხბურთელის სამაგალითო საქციელის შესახებ გაიგეს

8-05-2020, 22:49

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, მშობლიურ წალენჯიხაში გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარა.

"რუსეთში მოღვაწე, ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ფინანსური მხარდაჭერით, 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ, მრავალშვილიან, შშმ პირებს, ხანდაზმულ მარტოხელებს, ვეტერანი ფეხბურთელების ოჯახებს. სასაჩუქრე ვაუჩერი 100 ოჯახს გადაეცა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ხვიჩა კვარაცხელიას თანადგომისთვის!"- ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის გავრცელებულ ცნობაში.

ქართველი ფეხბურთელის აღნშნულ საქციელს "რუბინის" ოფიციალური გვერდით გამოეხმაურა:

"ვამაყობთ შენით", - წერს რუბინის პრესსამსახური.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რატომ ვერ მივიდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე მისივე პრესკონფერენციაზე ?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით