ფიფა ფეხბურთში ახალ წესს ნერგავს, რასაც თემურ ქეცბაია ერთი თვის წინ ურჩევდა

8-05-2020, 23:44

ფიფას რეკომენდაციით, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ განახლებულ მატჩებში გუნდებს 5-5 ცვლილების განხორციელების უფლება ექნებათ.

ამასთან, გადაწყვეტილების ასეთი წესის შესახებ უნდა მიიღოს ორგანიზაციამ, რომელიც შეჯიბრებას ატარებს. საქართველოში ეს არის ფეხბურთის ფედერაცია, ევროტურნირებზე კი - უეფა.

თამაშის დროს (პირველ და მეორე ტაიმებში) მთლიანობაში გუნდს მხოლოდ სამი შეცვლა შეუძლია განახორციელოს. შესვენების დროს კი კიდევ ორი შეცვლაა დაშვებული. ადრე იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ფიფამ მოსთხოვა IFAB- ს დაეშვა ხუთი შეცვლა, რათა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ფორმიდან ამოვარდნილი მოთამაშეების დატვირთვა შემცირდეს.

ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ პირველად საჯაროდ ამ იდეის შესახებ ფამაგუსტას "ანორთოსისის" ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ლაპარაკობდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით