სონმა სამხედრო მომზადება გაიარა !

9-05-2020, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემის" სამხრეთ კორეელმა ვარსკვლავმა, ჰეუნ-მინ სონმა, სამხედრო მომზადება გაიარა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის გამო სამშობლოში დაბრუნებული თავდამსხმელი, 4 კვირის განმავლობაში, ყაზარმულ სამსახურში იმყოფებოდა.

ცნობების მიხედვით, სონმა 157 მოხალისეს შორის, ფიზიკური მომზადების ტესტში, მე-5 საუკეთესო მონაცემები აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეაში ნებისმიერი მამაკაცისთვის, განურჩევლად პროფესიისა, სამხედრო მომზადების გავლა აუცილებელია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქინქლაძე 10 ყველაზე გადაფასებულ მოთამაშეს შორის მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით