ვან დაიკი: "გულშემატკივარმა ჩემი არჩევანი განაპირობა"

9-05-2020, 19:58

"ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიდერლანდელმა ვირჯილ ვან დაიკმა იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რატომაც 2017 წლის ბოლოს "წითლების" რიგებში გადასვლა გადაწყვიტა.

მისი თქმით, ტრანსფერის მთავარი განმაპირობებელი გულშემატკივარი იყო.

''სანამ ლივერპულში გადმოსვლის გადაწყვეტილებას მივიღებდი,ყველა ასპექტს გადავავლე თვალი.

ისეთ გუნდს ვეძებდი რომლის სათამაშო სტილიც ჩემსაზე იქნებოდა მორგებული.ასევე მწვრთნელი და თანაგუნდელები,მაგრამ ყველაზე მთავარი რამაც ჩემს ამ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა გულშემატკივრები იყო". - განაცხადა ვირჯილმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით