ბერბატოვი: "ის ერთადერთია ვისთვისაც მაისურის გაცვლა მითხოვია"

9-05-2020, 20:29

"მაიჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ბულგარელმა ფეხბურთელმა დიმიტარ ბერბატოვმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განვლილი კარიერა გაიხსენა და დაასახელა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც მაისურის გაცვლა სთხოვა.

"გულწრფელად ვიტყვი, არასდროს მინდოდა თამაშის დასრულების შემდეგ მაისურის გაცვლა, მაგრამ  ეს  ერთხელ მაინც გავაკეთე და ის ვისაც მაისურის გაცვლა ვთხოვე, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდოა".

"როდესაც "ლევერკუზენში" ვიყავი, რონალდუს წინააღმდეგ მოგვიწია თამაში და მისთვის მაისურის თხოვნა ძალიან მომერიდა. ერთ-ერთ თანაგუნდელს ვთხოვე, რომ ჩემ ნაცვლად მისულიყო და საბედნიეროდ, კრიშტიანუმ მაისური გამიცვალა", - იხსენებს ბერბატოვი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე - უეფაში ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით