მორატი: "ლაუტაროს სანაცვლოდ "ბარსელონასგან" მხოლოდ ის გვსურს"

9-05-2020, 21:03

როგორც უკვე იცით, "ბარსელონას" "ინტერისგან" ლაუტარო მარტინესის წაყვანა სურს და მილანურ გუნდს ამის სანაცვლოდ ნელსონ სემედუ, ჟუნიორ ფირპო, ჟან-კლერ ტოდიბო და 80 მილიონი ევრო შესთავაზეს.

"ნერაძურის" ყოფილმა მფლობელმა მასიმო მორატიმ აღნიშნულის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"თუ ინტერი ლაუტაროს გაუშვებს, მის ადგილზე ლეო მესის ხილვა მსურს. თუ ეს შეუძლებელი იქნება, მაშინ გამიხარდება, თუ მარტინესის ადგილს პაულო დიბალა დაიკავებს", - ციტირებს მორატის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით