შევჩენკო: "ის საუკეთესოა მათ შორის, ვისთანაც მითამაშია"

9-05-2020, 21:34

იტალიური "მილანის ყოფილმა უკრაინელმა თავდამსხმელმა, ანდრეი შევჩენკომ Instagram-ის პირდაპირ ეთერში კრისტიან ვიერისთან საუბრისას დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია.

"ფეხბურთელი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, კაკაა. მიუხედავად მცირე ასაკისა, მოედანზე სრულყოფილი იყო".

"პირველ ვარჯიშზე, როცა ის ვნახე, ვიფიქრე, რომ წარმოუდგენელად დიდი იყო მისი შესაძლებლობები".

"კაკას ააუკეთესო თვისება? ბურთს კარგად იჭერდა და ყოველთვის ეძებდა თავდამსხმელებს. ის გუნდში მოსვლის პირველივე დღიდან ამას აკეთებდა. ადაპტაციისათვის დრო არ დასჭირვებია. რიკი უბრალოდ დიდებულია", -  თქვა შევჩენკომ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით