"მილანის" პრეზიდენტი: "მისი დანიშვნა შეცდომა იყო"

9-05-2020, 13:21

პაოლო სკარონი "Olympialex"-თან ვიდეო კონფერენციაზე სტუმრად იყო მიწვეული, სადაც "მილანზე" ისაუბრა.

"მიუხედავად ბოლო წლების წარუმატებლებისა, "მილანი" მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ბრენდია. მხოლოდ ინდონეზიაში 5 მილიონი გულშემატკივარი გვყავს. ჩვენ უკვე გვაქვს საფეხბურთო სკოლები ჩადიში, მალიში და პაკისტანში. ჩვენი მიზანია "როსონერის" კიდევ უფო პოპულარიზაცია."

"გაზიდისი სამ სფეროზე მუშაობს. პირველი სატრანსფერო ფანჯარაა, სადაც ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელების გადაბირებას გეგმავს. მეორე "სან სიროს" ახალი პროექტია. მესამე კი სპონსორებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოძიება."

"ჩვენ გვინდა ჩემპიონატი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს ყველა წესის დაცვით, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს. ჩვენ დავუშვით შეცდომები, მაგალითად ჯამპაოლოს შემთხვევაში, მაგრამ ეს წარსულია და მხოლოდ მომავალზე უნდა ვიფიქროთ." - განაცხადა სკარონიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით