ფელიპე: "ბარსელონას" ინტერესი მსიამოვნებს"

9-05-2020, 19:21

რომის "ლაციოს" ცენტრალური მცველი, ლუის ფელიპე UOL Esporte-სთან ინტერვიუში "ბარსელონას" მისადმი გამოჩენილ ინტერესს გამოეხმაურა.

ბრაზილიელმა უკანახაზელმა ბრძანა, რომ ეს ინფორმაცია მას თავს მხოლოდ და მხოლოდ უკეთ აგრძნობინებს.

"ბარსას" ინტერესი ძალიან მსიამოვნებს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ. მიუხედავად ამისა, ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მშვიდი ვარ და ემოციებს არასდროს ვყვები.

ფოკუსირებული უნდა დავრჩე და "ლაციოსთვის" ყველაფერი გავაკეთო. ეს კლუბი პირველივე დღიდან მენდობა." - განაცხადა ფელიპემ.

შეგახსენებთ, რომ "არწივებმა" 23 წლის მცველს 40 მილიონი ევრო დაადეს სატრანსფერო ფასად.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით