მესი ამომავალ ვარსკვლავს ესაუბრა - ტრანსფერს პირადად ლეო აგვარებს?!

9-05-2020, 18:11

"ბარსელონას" არგენტინელი მეგავარსკვლავი, ლეო მესი კატალონიური გრანდის სატრანსფერო პოლიტიკაში აქტიურად რომ ერევა, ამაზე მრავალი წელია საუბრობენ.

თუმცა Don Balon-ის თანახმად, "ლა პულგამ" უკვე მარტომ დაიწყო საქმეების მოგვარება.

წყაროს მიხედვით, ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელი, "ველეს სარსფილდის" 19 წლის ნახევარმცველს, ტიაგო ალმადას დაუკავშირდა და მას "ბლაუგრანაში" თამაშის პერსპექტივებზე ესაუბრობა.

ესპანური გამოცემა წერს, რომ ლიონელმა აბსოლუტურად პირადი ინიციატივით იმოქმედა, რადგან "ბლაუგრანას" რადარზე აქამდე ტიაგო საერთოდ არ ჩანდა.

ალმადა შემტევი ნახევარმცველია, რომელსაც ვინგერის პოზიციაზეც შეუძლია თამაში. იგი ცაციაა და მოედნის ხედვით გამოირჩევა. 2019/20 წლების სეზონში მან "ველესის" მაისური 25-ჯერ მოირგო, გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 2 ასისტი.

ამჯერად ჯერი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობაზეა მიმდგარი, რადგან ლეომ თავისი გასაკეთებელი უკვე გააკეთა.

ტიაგოს "მანჩესტერ სიტისა" და ლისაბონის "ბენფიკასაც" უკავშირებდნენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით