"აიაქსმა" ვან დე ბეეკს წასვლის უფლება მისცა

10-05-2020, 10:21

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ამსტერდამის "აიაქსმა", ჰოლანდიელი ნახევარმცველის, დონი ვან დე ბეეკის მომავლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ერედივიზიონის" ჩემპიონთა პრეზიდენტმა, ედვინ ვან დერ სარმა, ახალგაზრდა ვარსკვლავს, კლუბის დატოვების უფლება მისცა.

ცნობების მიხედვით, ვან დე ბეეკის სურვილი, პრემიერ ლიგაში გადაბარგებაა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენა ამჟამად ყველაზე მეტად, "მანჩესტერ სიტის" სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით