L'Equipe: "პსჟ" "ბარსელონას" კონკურენტი აღარ იქნება

9-05-2020, 17:28

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლაუტარო მარტინესი იქნება, რომლითაც ასევე "პარის სენტ-ჟერმენია" დაინტერესებული.

თუმცა ცოტა ხნის წინ, L'Equipe-მა "ბარსას" ქომაგთათვის მეტად სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა, სადაც წერია, რომ ფრანგულმა კლუბმა არგენტინელთისთვის ბრძოლაში უკან დაიხია.

პარიზელებმა მისი შეძენის შანსები შეაფასეს და, როგორც წყარო იუწყება, ტრანსფერზე უარი თქვეს. ამავდროულად, ამაზე გავლენა ერთმა ფაქტმა იქონია - ახალგაზრდა მოთამაშეს გეზი, მხოლოდ, კატალონიური კლუბისაკენ უჭირავს.

როგორც იცით, ნიჭიერი ფორვარდის გამოსასყიდი თანხა 111 მილიონ ევროს შეადგენს, რაც შეეხება შედეგიანობას, 22 წლის ფეხბურთელს, ამ სეზონში, "ნერაძურის" მაისურით, 31 შეხვედრაში, 16 გოლი და 4 ასისტი აქვს გაკეთებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალური განცხადება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით