ზაზა ფაჩულია: "სახლში მივდიოდი, როცა ჩემი ტელეფონი აფეთქდა. გავიფიქრე - ღმერთო ჩემო"

10-05-2020, 22:29

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "გოლდენ სტეიტ უარიორზის" ყოფილმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ფეისბუქ ლაივში ამერიკელი გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა.

ზაზას 2018/19 წლის სეზონი გაახსენეს, როცა ის "დეტროიტში" ასპარეზობდა და ყოფილ თანაგუნდელთან, კლეი ტომფსონთან სანაძლეო დადო, ვინ უფრო მეტ ბურთს ჩატენიდა კალათში.

"მშვიდად ვიყავი. ჩემი თამაშები ადრე მთვარდებოდა, სახლში მივდიოდი და შემდეგ ვუყურებდი ხოლმე კლეის ასპარეზობას".

"მახსოვს ერთ დღეს სახლისკენ გზაზი ვიყავი, როცა ტელეფონი აფეთქდა. ყველა მნიშნავდა და მაცნობებდა, რომ კლეიმ ბურთი ჩატენა".

"სასაცილო ის იყო, რომ შუა სეზონი მიდიოდა და ანგარიში 5:1 იყო ჩემ სასარგებლოდ. მაშინ ვიფიქრე, ო, ღმერთო ჩემო"! - განაცხადა ზაზამ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით