რაბიო "ლივერპულში" ?!

11-05-2020, 02:41

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" ფრანგი ნახევარმცველი, ადრიენ რაბიო, კლუბის კიდევ ერთხელ შეცვლისთვის ემზადება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ვარსკვლავი იტალიაში მიღებული სათამაშო დროით უკმაყოფილოა და პრემიერ ლიგაში გადაბარგება სურს.

ცნობების მიხედვით, 25 წლის შუახაზელის შეძენით ამჟამად ყველაზე მეტად, მერსესაიდული "ლივერპულია" დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ რაბიო სერია ა-ს ჩემპიონთა რიგებს, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენიდან", უფასო ტრანსფერით შეუერთდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით