კლოპი: "რატომ ჰგონია მთელს ინგლისს, რომ მანე "ლივერპულიდან" მიდის"

11-05-2020, 12:35

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, გუნდის სენეგალელ ვარსკვლავზე, სადიო მანეზე საუბრობს:

"ეს სავარაუდოდ ჩვენი კონკურენტებისა და მედიის ტაქტიკაა, რათა ჩვენს ფეხბურთელებს შორის არსებული კავშირი შეარყიონ და ერთობა დაგვაკარგვინონ."

"არ ვიცი რატომ ჰგონია მთელს ინგლისს თითქოს მანე "ლივერპულიდან" მიდის, დარწმუნებით გეტყვით, ის არსად წასვლას არ აპირებს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული თავდამსხმელის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქინქლაძე 10 ყველაზე გადაფასებულ მოთამაშეს შორის მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით