მადრიდის "რეალი" შესაძლოა ვარსკვლავებმა დატოვონ

11-05-2020, 16:10

ზაფხულში მადრიდის "რეალი" 5 ფეხბურთელთან აპირებს მოლაპარაკებას, რომლებსაც ხელშეკრულებები 2021 წლის ზაფხულში უმთავრდებათ - კაზემირო, სერხიო რამოსი, ლუკა მოდრიჩი, ლუკას ვასკესი და ხამეს როდროგესი.

ესპანური პრესის ინფორმაციით, მთავარი კაზემიროსთან ხელშეკრულების გაგრძელებაა.

რთულადაა საქმე მოდრიჩთან და რამოსთან დაკავშირებით. მუნდო დეპორტივოს ცნობით, კლუბი მათთან ხელშეკრულების გაგრძელებას არ ჩქარობს.

მედიაში ეჭვობენ, რომ ეს შეიძლება ფეხბურთელების მადრიდული კარიერის დასასრულის დასაწყისიც კი იყოს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით