იტალიური "ატალანტას" 19 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

11-05-2020, 18:38

დღეს იტალიურ პრესაში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა - ბერგამოს "ატალანტას" 19 წლის ნახევარმცველი, ანდრეა რინალდი, ტვინის ავნერიზმით გარდაიცვალა.

ახალგაზრდა იტალიელი, რომელიც იჯარით სერია დ-ს გუნდ "ლეგნანოში" თამაშობს, პარასკევს სახლში ცუდად გახდა და ვარესეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

ეს ინფორმაცია რინალდის ამჟამინდელმა კლუბმაც დაადასტურა და ის ცხოვრებასა და საფეხურთო მოედანზე სამაგალით პიროვნებად მოიხსენია.

ანდრეა 23 ივნისს 20 წლის გახდებოდა. ის 13 წლის ასაკიდან "ატალანტას" ახალგაზრდულ გუნდებში ირიცხება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით