მესი ქველმოქმედებას განაგრძობს

11-05-2020, 20:53

TyC Sports-ის ინფორმაციით, კატალონიური "ბარსელონას" არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ 500 ათასი ევრო გაიღო არგენტინაში კორონავირუსის ფონდისთვის.

წყაროს ცნობით, თანხა გადაირიცხა საქველმოქმედო ფონდში, რის შემდეგაც გადანაწილდა ქვეყნის რვა საავადმყოფოს შორის, ამის წყალობით, სამედიცინო დაწესებულებმა შეძლეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ხუთი აპარატის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, მრავალპარამეტრიანი მონიტორებისა და სხვა ნივთების შეძენა.

როგორც იცით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა არგენტინელი ფეხბურთელი ეხმარება ინფექციასთან ბრძოლას. უფრო ადრე მან ერთი მილიონი ევრო გადარიცხა კატალონიის კლინიკებისთვის.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით