ერერა: "მბაპე და ნეიმარი არსად მიდიან"

11-05-2020, 22:44

"პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველმა ანდერ ერერამ ნეიმარისა და კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერებზე მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"მბაპე და ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენში" რჩებიან. ისინი კლუბის ერთგულნი არიან, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ასეთი მძიმე სიტუაციაა".

"კარანტინამდე ნეიმართან ერთად ვივახშმე და მახსოვს, მითხრა, პარიზში ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარო", - განაცხადა ერერამ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარისა და მბაპეს კონტრაქტები პარიზულ გუნდთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით