ლეო მესი ანდრეს ინიესტათი გაოცებულია

12-05-2020, 14:31

როგორც მოგეხსენებათ, დღეს "ბარსელონას" ლეგენდარულ ნახევარმცველს, ანდრეს ინიესტას 36 წელი შეუსრულდა.

ამასთან დაკავშირებით sportbible.com-მა გადაწყვიტა გაეხსენებინა სიტყვები, რომელიც ანდრესზე თავისმა ეპოქალურმა თანაგუნდელმა, ლეო მესიმ თქვა.

"ანდრესი და მე იმით ვგავართ ერთმანეთს, რომ ტანს მეტოქეებთან დაპირისპირებისას ხშირად ვიყენებთ. მიუხედავად ამისა, ინის აქვს რაღაც ისეთი, რაც ყოველთვის მაოცებს.

ყოველთვის არის მომენტი, როცა გგონია, რომ ინიესტა გამოიჭირე და ბურთს წაართმევ, თუმცა ამას ვერასდროს ახერხებ.

ის განსაკუთრებით სწრაფი არაა, მაგრამ თავისი ტექნიკის გამო მეტოქისთვის მიუწვდომელია." - განაცხადა "ლა პულგამ" წლების წინ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით