"ბარსელონას" ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

12-05-2020, 15:20

"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფ ნახევარმცველს, მათეუშ ფერნანდეშს, რომელიც ამჟამად "ვალიადოლიდშია" განათხოვრებული, კორონავირუსი დაუდგინდა.

El Desmarque იტყობინება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის პირველი ტესტის პასუხი უარყოფითი გახლდათ, თუმცა მის სისხლში შემდგომ ანტისხეულები აღმოჩნდა.

ამჟამად ფერნანდეში თვითიზოლაციაში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ მათეუში "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე, "პალმეირასიდან" 7 მილიონ ევროდ შეიძინეს და უმალვე "ვალიადოლიდში" გაანათხოვრეს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით