ფელიპე მელო: "ის დამპალი ვაშლია"

12-05-2020, 17:05

გუშინ "იუვენტუსის" ლეგენდარულმა ცენტრალურმა მცველმა და კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ, საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელშიც მარიო ბალოტელი და ფელიპე მელო აუგად მოიხსენია. ამ უკანასკნელზე იტალიელმა შემდეგი სიტყვები თქვა:

"ის ყველაზე საშინელი პიროვნებაა, რომელიც ჩხუბისკენ იწევს. ის დამპალი ვაშლია".

კიელინის განცხადებას გუშინ მარიო ბალოტელი გამოეხმაურა. ის უპასუხოდ არც ფელიპე მელოს დაუტოვებია.

"იუვედან" უპატივცემულობა არასდროს არავის მიმართ არ გამომიჩენია. კიელინი ჩემზე გაბრაზებულია. შესაძლოა, იმიტომ, რომ "გალათასარაიში" თამაშისას მისი გუნდი დავამარცხეთ", - განაცხადა მელომ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით