"ლივერპულში" ნერვიულობა დაიწყეს

12-05-2020, 19:32

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე „ლივერპულის“ ლიდერი, სადიო მანეა.

მერსისაიდული გრანდისთვის 28 წლის ფეხბურთელის გაშვება ძალიან დიდი დანაკლისი იქნება, ამიტომ მათ სენეგალელი შემტევის შენარჩუნებაზე მუშაობა აქტიურად დაიწყეს.

Daily Star-ის ინფორმაციით, „ლივერპული“ მანესთვის მეგა შეთავაზებას ამზადებს- კონტრაქტი კარიერის ბოლომდე. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, რა დროსაც 31 წლის იქნება.

მერსისაიდულ გუნდს ნერვიულობის საბაბი კიდევ 1-მა მიზეზმა მისცა- მანე მადრიდელების მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის დიდი გულშემატკივარია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით