ჩემპიონთა ლიგის განახლების თარიღი ცნობილია

12-05-2020, 20:45

როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთ სეზონი შეჩერებულია, თუმცა მისი განახლებისკენ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია - გუნდებმა ვარჯიშები დაიწყეს.

უკვე ცნობილია, როდის განახლდება ჩემპიონატები - ლა ლიგის-ს შემთხვევაში ეს პერიოდი ივნისის საწყისი კვირაა.

ჩემპიონთა ლიგის განახლება კი ჯერ ადრეა. ევროპის უპრესტიჟულესი საფეხბურთო ტურნირი, სავარაუდოდ, აგვისტოში გაგრძელდება და პირველი შეხვედრა "იუვენტუსისა" და "ლიონის" დაპირისპირება იქნება.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მეორე შეხვედრა ფრანგულ და იტალიურ გუნდებს შორის 8 აგვისტოს გაიმართება.

დღეს კი თარიღი "ლიონის" პრეზიდენტმა დაასახელა. ჯან-მიშელ აულას თქმით, მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება.

როგორც ვხედავთ, უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ ჩემპიონთა ლიგა აგვისტოს საწყის დღეებში განახლდება. ეს ინფორმაციები სიმართლესთან ძალიან ახლოსაა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით