ჯარჯი ზვიადაური: "კი, ქართველები მსაყვედურობენ, ახლა მითუმეტეს, თუმცა.."

13-05-2020, 00:55

საბერძნეთის სახელით ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჯარჯი ზვიადაურმა (ილიას ილიადისმა), რომელიც ამჟამად სამწვრთნელო მოღვაწეობითაა დაკავებული და უზბეკეთის ძიუდოსტთა ნაკრებს ავარჯიშებს, ქართველების დამოკიდებულების შესახებ "პირველ არხთან", ექსკლუზიური ინტერვიუს დროს ისაუბრა.

"კი, ბევრად უსაყვედურიათ. ახლა რომ გაიგეს, რომ უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელი გავხდი, წამოვიდა უკმაყოფილება".

"მაგრამ, რას ვიზამთ, სპორტია, რას გავაკეთებთ. რა თქმა უმდა, გამიხარდება საქართველოში მუშაობა, თუმცა იქ ისეთი კონკურენციაა და ისეთი მასწავლებელი არიან, ჩემზე მაგრები და ამას ამტკიცებენ კიდეც".

"მოვა ოდესმე მაგის დროც, ყველაფერი წინ მაქვს, 34 წლის ვარ". - განაცხადა ჯარჯიმ.

წყარო: 1tv.ge

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით