უზბეკი ფეხბურთელი: "არველაძემ ჯერ ამ მიზეზით ხელი არ ჩამომართვა, შემდეგ კი.."

13-05-2020, 01:16

"ფახთაქორის" საუთრებაში მყოფმა "ენერგეტიკის" უზბეკმა ფორვარდმა ჯასურბეკ იახშიბოევმა მედიის წარმომადგენლებთან შოთა არველაძესთან მომხდარი კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.

"უზბეკეთში დაბრუნება არ მსურს, რადგან მთავარ მწრთვნელ შოთა არველაძესთან უთანხმოება მაქვს".

"ჩვენი კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ შეხვედრაში შემცვალა მე კი  მოედნიდან გამოსვლის შემდეგ მას ხელი არ ჩამოვართვი. ამის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში აღარ მითამაშია. გაცვლაზე შევყავდი 10-15 წუთი შევყავდი, მაგრამ დამეთანხმებით ეს არაფერს ნიშნავს".

"არველაძე ფსიქოლოგიურად მანადგურებდა, რადგან ვიცოდი, რაც არ უნდა კარგად მეთამაშა მომდევნო მატჩს, მაინც სათადარიგოთა სკამიდან დავიწყებდი", - განაცხადა იახშიბოევმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით