იტალიელმა ლეგენდამ კორონავირუსი გადაიტანა - "ისეთი დაუძლურებული ვიყავი, დამოუკიდებლად ვერაფერს ვაკეთებდი"

13-05-2020, 17:36

მილანის "ინტერის" ვეტერანმა ლეგენდამ ჯუზეპე ბერგონიმ კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან პირველი კომენტარი გააკეთა.

"მარტის დასაწყისში საშინლად ცუდი დღეები გადავიტანე. სიცხეც მქონდა, ზურგი და ფეხები მტკიოდა და გამუდმებით მციოდა. ძალიან დასუსტებული ვიყავი, ენერგია არ გამაჩდა და დამოუკიდებლად კბილების გახეხვაც არ შემეძლო, ეს ყოველივე დაახლოვებით 20-25 დღე გაგრძელდა".

"საბედნიეროდ ახლა მშვენივრად ვარ, სირბილიც დავიწყე და ჩვეულ ცხოვრებას ვუბრუნდები", - თქვა ბერგომიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით