"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი გვარდიოლას დაბრუნების პირობას იძლევა !

13-05-2020, 15:48

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატს, ხუან ლაპორტას, დიდი გეგმები აქვს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე დღის წინ ამომრჩეველს "ბლაუგრანას" ყოფილმა ესპანელმა ხელმძღვანელმა ახალი პირობა წარუდგინა.

ცნობების მიხედვით, ლაპორტა 2021 წელს არჩევის შემთხვევაში, პეპ გვარდიოლას დაბრუნების პირობას იძლევა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ესპანელი სპეციალისტი "ბლაუგრანას" თავკაცის პოზიციას, სწორედ ლაპორტას პრეზიდენტობის დროს იკავებდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით