"გენტში"მხოლოდ ქართველებთან ვმეგობრობთ" - ჩვენებურების უკრაინელი თანაგუნდელი

13-05-2020, 19:46

ბელგიური "გენტის" უკრაინელმა შემტევმა ნახევარმცველმა რომან ბეზუსმა მედიის წარმომადგენლებთან ქართველ თანაგუნდელებთან, გიორგი ჩაკვეტაძესა და გიორგი ქვილითაიასთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

"გუნდში სამი უკრაინელი ვართ და რა თქმაუნდა ეს უცხოეთში თამაშსს გვიადვილებს.ამას გარდა, გუნდში ორი ქართველი ლეგიონერი გვყავს, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია, რომელთანაც ასევე ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. ამ მხრივ ნამდვილად გაგვიმართლა: რთულ პერიოდში ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერა შეგვიძლია".

"ყოველდღიურად ბაზაზე ვვარჯიშობთ, ამიტომ ჩვენებთან და ორივე ქართველთან მუდმივად კავშირი მაქვს. საუზმეზე ერთ მაგიდასთან ვსხდებით და იქაც ვსაუბრობთ. ერთი სიტყვით ჩვენ კარგი მეგობრები ვართ", - განაცხადა "გენტის" შემტევმა ნახევარმცველმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რატომ ვერ მივიდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე მისივე პრესკონფერენციაზე ?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით