ჰოლანდმა "რეალში" ტრანსფერზე პირველი განცხადება გააკეთა

13-05-2020, 20:17

დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდი ერლინ ჰოლანი მედიაში გავრცელებულ ხმებს გამოეხმაურა და მადრიდის "რეალის" მხრიდან არსებულ ინტერესზე ისაუბრა.

"ამ ეტაპზე მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვარ ორიენტირებული და არანაირ ხმას არ ვაქცევ ყურადღებას. საკუთარ სამუშაოზე ვფიქრობ, რადგან ეს ის არის, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს".

"დიახ, "ბორუსიაში" შესანიშნავად დავიწყე და მსურს ყოველდღე უკეთესი გავხდე. ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი დეტალი შევისწავლო და საუკეთესო ფორმაში ვიყო", - განაცხადა ჰოლანმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქოჩორაშვილი: "ჩემი მიზანი ესპანეთში დარჩენა და ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა"

დაგვიმეგობრდით