მატიას დე ლიხტს მსურველები არ ელევა

13-05-2020, 18:06

Mundo Deportivo წერს, რომ "ბარსელონამ" ტურინის "იუვენტუსს" ბარტერებში ნიდერლანდელი ცენტრალური მცველის, მატიას დე ლიხტის ჩართვა შესთავაზა.

წყაროს თანახმად, "ბიანკონერიმ" "ლურჯ-ბროწეულისფერთა" წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ეს პრაქტიკულად გამორიცხულია.

ამის საპირწონედ ტურინელებმა "ბარსას" სხვა უკანახაზელის, დანიელე რუგანის დამატების ვარიანტი წარუდგინეს.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანა" 20 წლის მცველით 2019 წლის ზაფხულში აქტიურად ინტერესდებოდა, თუმცა მან ამსტერდამის "აიაქსიდან" კარიერა "ზებრებში" გააგრძელა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით