ხამეს როდრიგესის მომავალი გარკვეულია

13-05-2020, 19:08

ხამეს როდრიგესის კარიერა "სამეფო კლუბში" საბოლოოდ სრულდება.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ორ მადრიდულ გუნდს, "რეალსა" და "ატლეტიკოს" შორის საბოლოო შეთანხმება შედგა და სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ 28 წლის ნახევარმცველი თანაქალაქელთა რიგებს შეუერთდება.

წყაროს ცნობით, "როხიბლანკო" თავდაპირველად კოლუმბიელ ფეხბურთელს ერთწლიანი იჯარით დაიმატებს, ამის შემდგომ კი კლუბს მისი გამოსყიდვა 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

როგორც ცნობილია, მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა და ახლა მხოლოდ კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმება რჩება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით